იბერია 1999
Aa
Aa

კონფერენს ლიგა | იბერია 1999-ის კალენდარი ცნობილია

კონფერენს ლიგაზე „იბერია 1999“-ის მატჩების განრიგი და თარიღები ცნობილია - უეფამ ტურნირის სრული კალენდარი გამოაქვეყნა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი ასპარეზობას „სენტ-ტრუიდენთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს, რომელიც 15 ოქტომბერს გაიმართება.

22 ოქტომბერს, მეორე ტურში „იბერია 1999“ თბილისში „მიალბის“ მიიღებს. 5 ნოემბერს თბილისურ გუნდს „კოპენჰაგენთან“ გასვლითი მატჩი ელის, 26 ნოემბერს კი საქართველოს დედაქალაქს საბა საზონოვის „ხეტაფე“ ესტუმრება.

რაც შეეხება მეხუთე და მეექვსე ტურებს, 10 დეკემბერს „იბერია 1999“ „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს, 17 დეკემბერს კი „იაბლონეცთან“ გასვლითი მატჩით ლიგის ფაზაზე ასპარეზობას დაასრულებს.

ლიგის ფაზის კალენდარს სრულად ამ ბმულზე გაეცნობით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგა | იბერია 1999-ზე რთული კალენდარი მხოლოდ 4 გუნდს აქვს
კონფერენს ლიგა | იბერია 1999-ზე რთული კალენდარი მხოლოდ 4 გუნდს აქვს