კიოლნი, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„ყოველ მატჩში პროგრესირებს“ - კიოლნის მწვრთნელი ლოჩოშვილზე

„აინტრახტთან“ მატჩის წინ „კიოლნის“ მთავარმა მწვრთნელმა, რენე ვაგნერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის ისაუბრა საქართველოს ნაკრების მცველზე, ლუკა ლოჩოშვილზე.

„წინა ტურში დერბი მოვიგეთ [გლადბახთან 2:1], რაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ წინ ახალი ტურია, სადაც ასევე სახლში 3 ქულით დაბრუნებას ვისურვებდით.

„გლადბახთან“ გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა, ამიტომ „აინტრახტთან“ თამამად უნდა ვითამაშოთ, დაცვაში კი შეცდომებს ავარიდოთ თავი.

ცენტრალური მცველების წყვილი, ჯაჰმაი სიმპსონ-პუსი და ლუკა ლოჩოშვილი ერთმანეთს სულ უფრო კარგად უგებენ. გლადბახის წინააღმდეგ მათ კარგად ითამაშეს და ყოველ მატჩში პროგრესირებენ. თუმცა, ჩემი მიზანია, რომ მთელმა გუნდმა დაცვაში უფრო სტაბილურად ითამაშოს“.

 ცნობისთვის, აინტრახტი-კიოლნის მატჩი 16 ოქტომბერს თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პსჟ-ის მე-9 მოგება ბოლო 12 მატჩში ინგლისელებთან - კვარაცხელიამ ცვლილებაზე ითამაშა
    პსჟ-ის მე-9 მოგება ბოლო 12 მატჩში ინგლისელებთან - კვარაცხელიამ ცვლილებაზე ითამაშა