იბერია 1999
Aa
Aa

სუპერკომპიუტერის პროგნოზი | იბერია 1999-ის შანსები პირველი ტურის შემდეგ

კონფერენს ლიგის პირველ ტურში „იბერია 1999“ სტუმრად ბელგიურ „სენტ-ტრუიდენთან“ დამარცხდა. პირველი ტურის მატჩების შემდეგ Football Meets Data-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის განახლებული პროგნოზი გაგვიზიარა.

თბილისურ გუნდს საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრის 0.1-პროცენტიანი შანსი აქვს, ხოლო იმის ალბათობა, რომ „წითელი არწივები“ პლეიოფში გასვლას შეძლებენ, 6.5 პროცენტია.

Football Meets Data-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, „იბერია 1999“ დარჩენილ მატჩებში საშუალოდ 2.9 ქულას დააგროვებს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ გიბრალტარის წარმომადგენელ „ლინკოლნს“ გადაასწრებს.

ტურნირის ფავორიტად „ატალანტა“ ითვლება, ტოპ 8-ში მოხვედრის საუკეთესო შანსები აქვთ „ბრაიტონსა“ და „კოპენჰაგენსაც“.

Football Meets Data-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, საბა საზონოვის „ხეტაფე“ ლიგის ფაზას მე-15 ადგილზე, ლევან თანდილაშვილის „ეგნატია“ – 23-ე ადგილზე, ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცი“ - 29-ე ადგილზე, ხოლო ანტონ თოლორდავას „კაუნასი“ – 32-ე ადგილზე დაასრულებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მეორე გოლი უფრო ადრე უნდა გაგვეტანა“ - სენტ-ტრუიდენის მწვრთნელი
    „მეორე გოლი უფრო ადრე უნდა გაგვეტანა“ - სენტ-ტრუიდენის მწვრთნელი