დესაი: ამ დუეტმა არ გაამართლა - რეალს ვინისიუსი უნდა გაეშვა
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარსელ დესაიმ მადრიდის „რეალზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბს კილიან მბაპეს ტრანსფერის შემდეგ, ვინისიუსი უნდა გაეყიდა.
„ჩემი აზრით, „რეალს“ ვინისიუსი უნდა გაეშვა. მათ სხვა ფეხბურთელები უნდა ეძებონ. ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით კილიან მბაპესა და ვინისიუსის დუეტის საკითხს. მან არ გაამართლა.
ამიტომ, გამოვხატავ ჩემს, როგორც ანალიტიკოსის პირად აზრს და ვიტყვი: ვინისიუსისთვის წასვლა უკეთესი იქნებოდა.
ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის გათავისუფლდეს მთელი იმ ნეგატივისა და კრიტიკული შეფასებებისგან, რომლებიც მის მისამართით ისმის“,
- განაცხადა მარსელ დესაიმ beIN Sports-თან ინტერვიუში.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ლონდონის „არსენალი“ ვინისიუსის შეძენას ცდილობდა, თუმცა „რეალმა“ „მეთოფეებს“ საბოლოოდ უარი უთხრა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს