ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, ოქროს ბურთი, ლამინ იამალი, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

კვარას გარეშე - ლევანდოვსკის 3 ფავორიტი ოქროს ბურთზე

„ჩიკაგო ფაიარის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ „ოქროს ბურთის“ ფავორიტებზე ისაუბრა.

პოლონელმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ დრო შეიცვალა და აღიარა, რომ ენატრება ის ეპოქა, როდესაც ჯილდოს მიღების ორი-სამი აშკარა ფავორიტი იყო, რითაც, კერძოდ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მრავალწლიან მეტოქეობას გულისხმობდა.

„ახლა სიტუაცია უფრო გაურკვეველი გახდა. ალბათ, 10 მოთამაშის დასახელებაც კია შესაძლებელი და თითოეული მათგანისთვის მოიძებნება არგუმენტები, თუ რატომ უნდა მიიღოს „ოქროს ბურთი“ მაინცდამაინც მან.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ „ოქროს ბურთი“ იამალს ერგოს - ის საოცარია, განსაკუთრებით მისი ასაკის გათვალისწინებით. მაგრამ მაინც, თუ წინანდელ დროსა და აწმყოს შევადარებთ, გარკვეული სხვაობა არის.

კეინი „ბაიერნში“ ძალების პიკში მივიდა და რასაც ის აკეთებს, უბრალოდ დაუჯერებელია: რამდენ გოლს იტანს! მით უმეტეს, რომ „ბაიერნს“ ჩემი წასვლის შემდეგ ზუსტად ასეთი თავდამსხმელი აკლდა. მასთან ერთად გუნდი შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს.

ოლისე კი - უბრალოდ ვაუა! ის იმ მოთამაშეთა კატეგორიიდანაა, ვისაც მატჩის მსვლელობის შეცვლა შეუძლია. მგონია, რომ კეინის, ოლისესა და დიასის ურთიერთქმედება და მათი მუშაობა იდეალური კომბინაციაა“,

- განაცხადა ლევანდოვსკიმ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები