„ნიკო პასი არგენტინის 10-ნომრიან მაისურს იმსახურებს“ - რაული
მადრიდის „რეალის“ ლეგენდა რაული მიიჩნევს, რომ „სამეფო კლუბის“ აკადემიის აღზრდილს, ნიკო პასს შეუძლია, არგენტინის ნაკრებში 10-ნომრიან მაისურთან დაკავშირებულ წნეხს გაუძლოს.
„მჯერა, რომ მას შეუძლია, ამ ტვირთს გაუმკლავდეს. მე თუ მკითხავთ, არგენტინის ახალ „ათიანად“ მას ავირჩევდი. ნიკოს 14 წელია ვიცნობ, „კასტილიაში“ ვწვრთნიდი...
ყველამ იცოდა, რომ ნიკო ნიჭიერი იყო, მაგრამ ასეთ დონეზე თუ ითამაშებდა, ცოტას სჯეროდა. მე ყოველდღიურად ვმუშაობდი მასთან და ყოველთვის ვიცოდი, რომ მომავალში დიდი ვარსკვლავი გახდებოდა“.
ცნობისთვის, 22 წლის ნიკო პასი „კომოში“ ჯერ იჯარით თამაშობდა, შემდეგ კი იტალიაში სრულფასოვანი ტრანსფერის საფუძველზე გადაბარგდა. „სამეფო კლუბს“ მომავალი წლის ზაფხულში მისი 80 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია.
უდიდესი ალბათობით, მესის სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ „ალბისელესტეს“ ახალი „ათიანი“ ნიკო პასი იქნება, რომელიც გასულ სეზონში სერია ა-ს საუკეთესო ნახევარმცველი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მიმდინარე სეზონში პასის ანგარიშზე 4 გოლი და 5 ასისტია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს