ხვიჩა კვარაცხელია, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

„დარწმუნებული ვარ, ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდება“ | მექვაბიშვილს კვარაზე ჰკითხეს

საქართველოს ნაკრებისა და „ჩიკაგო ფაიერის“ ფეხბურთელმა, ანზორ მექვაბიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას თანადგომა გამოუცხადა. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მექვაბიშვილს „კვარას“ ტრავმაზე ჰკითხეს და ანზორი დარწმუნებულია, რომ ხვიჩა ბევრად ძლიერი დაბრუნდება.

„მომხდარის შემდეგ ხვიჩას დავუკავშირდი და მინდოდა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთებამდე გამეგო, თავს როგორ გრძნობდა. როდესაც გაირკვა, რომ ჯვარედინი იოგების ტრავმა იყო და რამდენიმე თვე მოუწევდა მკურნალობა, გული ძალიან მეტკინა.

ხვიჩას შეტყობინება გავუგზავნე და სოციალურ ქსელში პოსტიც გამოვაქვეყნე. ის ჩემი მეგობარი და ჩემი ძმაა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება, რადგან მენტალურად ძალიან ძლიერია. იმედია, ძალიან მალე დაბრუნდება“.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ ტრავმა ხავი ესპარტისთან შეჯახების შემდეგ მიიღო. ამ ტრავმის სარეაბილიტაციო პერიოდი 6-დან 9 თვემდე გრძელდება და, დიდი ალბათობით, „კვარას“ მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ნდობა ძვირად დაუჯდა - მეივეზერმა ნახევარი მილიარდი დოლარი დაკარგა
    ნდობა ძვირად დაუჯდა - მეივეზერმა ნახევარი მილიარდი დოლარი დაკარგა