დილა, მათე კვირკვია, მეშახტე
Aa
Aa

დილას მოულოდნელი მარცხი - მეშახტემ შანსი შეინარჩუნა

გუშინ დაწყებული Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 30-ე ტური დღეს გაგრძელდა და სენსაციური შედეგიც დაფიქსირდა. „დილა“ ახლა მთლიანად საქართველოს თასისკენ არის გადართული, სადაც ნახვარფინალშია გასული და ეს ტურნირი გორელებისთვის ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად ერთადერთი შანსია, თუმცა ბოლოდრინდელი ცუდი თამაშის გამო თავის გასამართლებლად ეს ნამდვილად არ გამოდგება.

ამჯერად დიომანტას ვავალისის მომზადებული შეგირდები სატურნირო ცხრილის აუტსაიდერთან „მეშახტესთან“ დამარცხდნენ. არადა, თავდაპირველად სტუმრები იგებდნენ, რომლებიც 27-ე წუთზე გვინეელმა ლეგიონერმა მოჰამედ კანტემ დააწინაურა. თუმცა, ტყიბულელებმა შესვენების შემდეგ სიტუაცია გამოასწორეს და ჯერ 66-ე წუთზე ბექა გაბისკირიამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო ზუსტად ცხრა წუთში მათე კვირკვიამ გამარჯვების ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 2:1 დააფიქსირა.

ცნობისათვის, მოპოვებული გამარჯვებით კახა ჩხეტიანის მომზადებულმა „მეშახტემ“ 20 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა პოზიციაზე, ანუ გადათამაშების ზონაში მყოფ „სპაერთან“ ქულათა სხვაობა შვიდამდე შეამცირა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    იბერიამ საქართველოს 4-გუნდიანი კვოტა დაუბრუნა | ჩრდ. ირლანდიას გავუსწარით
    იბერიამ საქართველოს 4-გუნდიანი კვოტა დაუბრუნა | ჩრდ. ირლანდიას გავუსწარით