ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

ოდიშარიას საგოლე პასი | რფს-ი ჩემპიონობისკენ მიიწევს

ლატვიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაშა ოდიშარიას რფს-მა „ტუკუმსი“ 2:0 დაამარცხა, ერთ-ერთი გოლი კი სწორედ ქართველი შემტევის პასით გავიდა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი რფს-ი აუტსაიდერთან მატჩში ანგარიშის გახსნას 75 წუთი ვერ ახერხებდა, შემდეგ კი ოდიშარიას ჩაწოდებაზე თავით მარტინს კიგურსმა ითამაშა, 88-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა.

ოდიშარიას ასისტი

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე რფს-ი 83 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს, მეორეზე კი 79 ქულით „რიგაა“.

მიმდინარე სეზონში ოდიშარიას ანგარიშზე 9 საგოლე პასია. 23 წლის ქართველი რფს-ის ღირსებას 2024 წლიდან იცავს. პირველივე სეზონში ლაშამ კლუბთან ერთად ლატვიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, შარშან რფს-ი რიგას 1 ქულით ჩამოღჩა, ახლა კი ქართველი შემტევი მეორე ჩემპიონობასთანაა ახლოს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მესამე საგოლე პასი სეზონში | ბაგრატიონი ავსტრიაში სტაბილურია
    მესამე საგოლე პასი სეზონში | ბაგრატიონი ავსტრიაში სტაბილურია