ბოლო სეზონი
Aa
Aa

ბოლო სეზონი ბრუნდება! ცნობილია, როდის შედგება მე-4 სეზონის პრემიერა

ქართული ფეხბურთის შესახებ გადაღებული პირველი მასშტაბური სერიალი - „ბოლო სეზონი“ მაყურებელს მე-4 სეზონით უბრუნდება.

ახალი სეზონის პრემიერა 1 ნოემბერს, სერიალის Youtube-პლატფორმაზე შედგება.

სიუჟეტი კვლავ საფეხბურთო კლუბ „მიმინო 1919“-ის გარშემო იქნება განვითარებული და მაყურებელს ბევრი სიახლე და საინტერესო ეპიზოდი ელოდება.

„ბოლო სეზონი“ „კრისტალბეთის“ მხარდაჭერითა და ინიციატივით, კომპანია „Film Asylum“-მა გადაიღო. სერიალის მიზანი საქართველოში ყველასთვის საყვარელი სპორტის სახეობის და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ პოპულარიზაციაა. მაყურებელი „ბოლო სეზონი 4“-ის ახალ სერიებს ყოველ კვირას, 22:00 საათზე Youtube-არხსა და bolosezoni.ge-ზე იხილავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები