გიორგი ჩუბინიძე
Aa
Aa

გიორგი ჩუბინიძის სადებიუტო გოლი დორჩესტერ თაუნში

18 წლის ქართელი შემტევი გიორგი ჩუბინიძე, რომელიც ინგლისში სამხრეთის ლიგაში „დორჩესტერ თაუნის“ ღირსებას იცავს, 35-ე ტურის შეხვედრაში პირველი გოლის გატანა შეძლო.

„დორჩესტერი“ „ფარნემს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ჩუბინიძე იჯარის შემდეგ სასტარტოში პირველად იმყოფებოდა და თავისი სადებიუტო გოლიც გაიტანა. 31-ე წუთზე მან პოზიცია სწორად შეარჩია და უკანა ძელი ჩაკეტა, რის შემდეგაც გატანა არ გასჭირვებია.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მე-80 წუთზე შეცვალა, რის შემდეგაც „დორჩესტერმა“ 2 გოლი გაუშვა და შეხვედრა დათმო.

„დორჩესტერს“ 35 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს და 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში მათი მეტოქე „ბრეკნელი“ იქნება. შეხვედრა 21 მარტს გაიმართება.

აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩუბინიძე ინგლისის პრემიერლიგის „ბორნმუთის“ 19-წლამდელთა გუნდის საკუთრებაა. თებერვალში „ალუბლებმა“ გიორგი სეზონის ბოლომდე იჯახით „დორჩესტერ თაუნში“ გაუშვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები