ოფიციალურად: ხეტაფემ დანი კარვახალი გაიფორმა
34 წლის ლეგენდარული ესპანელი მცველი დანი კარვახალი კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, თავად მადრიდული კლუბის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა.
„რეალის“ ყოფილმა განაპირა მცველმა „ხეტაფესთან“ 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერში გადამწყვეტი როლი მადრიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ითამაშა, რომლის სატელეფონო ზარის შემდეგ, ესპანელმა ფეხბურთელმა ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.
✍️ ???????????????????????????????????????? ????????????????????????????: Daniel Carvajal, nuevo jugador del Getafe CF. ¡Bienvenido al Coliseum, Dani! ????️ https://t.co/bokQhzcjjC https://t.co/1iQxPXHk7O
— Getafe C.F. (@GetafeCF) October 13, 2026
კარვახალმა „რეალი“ გასული სეზონის ბოლოს დატოვა და ამ დრომდე უკლუბოდ იყო. ეს შიდა ტრანსფერი გახლავთ. ესპანელი მცველი კონფერენს ლიგის ფაზაზე „ხეტაფეს“ ექვსივე მატჩს გამოტოვებს და ავტომატურად ვერც თბილისში ჩამოვა „იბერია 1999“-თან სათამაშოდ. ამის მიზეზი მარტივია - უეფაში განაცხადების მიღება შეწყდა (ბოლო ვადა 2 სექტემბერი) და იანვრამდე ახალი მოთამაშეების დარეგისტრირება კლუბებს არ შეეძლებათ.
ამრიგად, კარვახალი ევროტურნირზე თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა და ამასთანავე, უკვე დარეგისტრირებული ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი განაცხადიდან ამოვარდება. შესაბამისად, ის მხოლოდ ლა ლიგისა და ესპანეთის თასის მატჩებში იქნება ხელმისაწვდომი, დაწყებული ამ უქმეებიდან, როდესაც „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ მისი დებიუტია მოსალოდნელი.
Marca-ს ცნობით, „ხეტაფეში“ სათამაშოდ კარვახალმა ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმცირა. „რეალში“ მისი წლიური ანაზღაურება სუფთად დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენდა, ახლა კი ეს თანხა შესაძლოა ათზე გაიყოს.
ახლა უკვე საბა საზონოვის გუნდელმა დანი კარვახალმა, „რეალში“ თამაშის პერიოდში (2013-2026) ლა ლიგა 4-ჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მოგება 6-ჯერ შეძლო. ესპანეთის ნაკრებთან ერთად კი 2024 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
???????? ¡Qué ganas teníamos de ver este encuentro! José Bordalás ???? Dani Carvajal https://t.co/jEGBxwHH29
— Getafe C.F. (@GetafeCF) October 13, 2026
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს