„კვარამ ჩელსი მოკლა, დიდ მატჩებში მუდამ ბრწყინავს“ - კაპელო და დიკანიო
ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ შთამბეჭდავ თამაშს წამყვანი ევროპული გამოცემები გუშინ ღამიდან ამ დრომდე ეხმიანებიან და ქართველი ფეხბურთელის მიმართ ქებას არ იშურებენ.
ამჯერად, იტალიური Sky Sport-ის ეთერში ხვიჩაზე პაოლო დი კანიომ, ალესანდრო კოსტაკურტამ, ფაბიო კაპელომ, ასევე ტელეწამყვანებმა პაოლო კონდომ და ფედერიკა მასოლინიმ ისაუბრეს.
კოსტაკურტა:
„ხვიჩამ ჩელსი პრაქტიკულად მოკლა, როცა პარიზში ორი გოლი გაუტანა, საპასუხო შეხვედრაში კი სტარტზევე კიდევ გაუტანა. არ ვიცი, თავდამსხმელისგან მეტი რა უნდა გინდოდეს?“
დი კანიო:
„კვარაცხელიამ თამაში დასაწყისში და ასევე დასასრულშიც მოკლა. მან ყველაფერი ნათელი გახადა და პსჟ-მ თავდაჯერება დაიბრუნა“.
მასოლინი:
„კვარას შედეგებს გეტყვით, რომელიც დიდი მატჩების მოთამაშედ ჩამოყალიბდა: მან გაიტანა სპოტინგთან, საგოლე პასი შეასრულა ნიუკასლთან, გაიტანა მარსელთან, ასევე მონაკოსთან, შემდეგ ჩელსისთან ჯერ დუბლი, დღეს კი ლონდონშიც გაიტანა - ხვიჩა განსაკუთრებულ შეხვედრებში ყოველთვის ბრწყინავს“.
კონდო:
„დიახ, ის იმიტომ ბრწყინავს, რომ მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. კვარა ჩვენ აღმოვაჩინეთ. მას იტალიაში ჩამოსვლამდე ცოტა თუ იცნობდა. კვარაცხელია და ოსიმენი ნაპოლის საკვანძო მოთამაშეები იყვნენ და სკუდეტოს მოგებაში დიდი წვლილი შეიტანეს. სანამ ნაპოლიდან წავიდოდა, მასზე ამბობდნენ, რომ პროგნოზირებადი ფეხბურთელი გახდა. თუმცა მოდი ვთქვათ, რომ ქართველი დიდ მატჩებში პროგნოზირებადი ნამდვილად არ არის - პირიქით".
კაპელო:
„პროგნოზირებადი იმიტომ იყო, რომ მას მოტივაცია არ ჰქონდა, გუნდიდან წასვლა სურდა“.
ბოლოს გეტყვით, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „ლივერპული“ „გალათასარაის“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.