პატარა ჯადოქარი საოცარი დრიბლინგით - ტალანტი თორნიკე კვარაცხელია | კონტრ-შეტევა
Crystalsport-ის ახალი წამოწყება - „კონტრ-შეტევა". მამუკა კუკულაძისა და დიმა შარიქაძის პროექტი, რომლის მთავარი მიზანი ქართული ფეხბურთის პოპულარიზება და ახალი ტალანტების აღმოჩენა გახლავთ.
„კონტრ-შეტევის" ახალ ეპიზოდში თბილისის „დინამოს" აკადემიას ვესტუმრეთ და მაყურებელთა დიდი ხნის მოთხოვნა შევასრულეთ - დღევანდელ ვიდეოში 16 წლის ტალანტს თორნიკე კვარაცხელიას გაიცნობთ.
ნიჭი, შრომისმოყვარეობა, სწორი მენტალიტეტი, დინამოს აკადემიის როლი, ოჯახის სწორი მიდგომა და ხვიჩას სწორი რჩევები - ყველა საინტერესო დეტალი და რა თქმა უნდა „კონტრ-შეტევის" Challenge + ინტერვიუ თორნიკესთან.
