WU19 - საქართველო ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე ტურში ირლანდიის რესპუბლიკას დაუპირისპირდა და 0:7 განადგურდა.
ანგარიში მე-8 წუთზე ანა ბატლერმა გახსნა. 26-ე წუთზე სხვაობა ორამდე ქეით ჯონსმა გაზარდა. 8 წუთში ბატლერმა დუბლი შეასრულა. აქედან 2 წუთში კი პირველი ტაიმის შედეგი ელა კელიმ დააფიქსირა - 4:0.
მეორე ტაიმსი სურათი არ შეცვლილა. 49-ე წუთზე ბრესლინმა 5:0 დააფიქსირა. სხვაობა ექვსამდე 82-ე წუთზე დევოიმ გაზარდა, ხოლო საბოლოო წერტილი 90-ე წუთზე ბრესლინმა დასვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებს 3 ქულა აქვს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბულგარეთი 1:0 დაამარცხა.
დასკვნით ტურში, ქართველი გოგონები სომხეთს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 13 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 14:00-დან დაიწყება.