დაჩი ლორთქიფანიძე
Aa
Aa

პირველი საგოლე პასი სერია B-ში | ლორთქიფანიძე კრემონეზეს გამარჯვებაში დაეხმარა

იტალიის სერია B-ში „კრემონეზემ“ სტუმრად „მონტოვა“ დაამარცხა (0:2). სტუმართა სათადარიგოთა სკამზე დაჩი ლორთქიფანიძე იჯდა, რომელიც თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთა, ხოლო მე-80 წუთზე საგოლე პასი შეასრულა.

ახალი მთავარი მწვრთნელის, ფაბიო პეკიას ხელმძღვანელობით დაჩიმ პირველად ითამაშა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. საგოლე პასის გარდა, ის დაცვაშიც ძალიან სასარგებლო იყო — გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, როცა ბურთი ცარიელი კარიდან ორჯერ გამოიტანა.

21 წლის ნახევარმცველმა სერია B-ს მიმდინარე სეზონში მეორედ ითამაშა. პირველად, მეორე ტურში „მოდენასთან“ ცვლილებაზე გამოვიდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. ასევე, მიმდინარე სეზონში მცირე დრო მიიღო იტალიის თასზე — „სამპდორიასთან“ მატჩის მიწურულს შევიდა მინდორზე და 8 წუთი ითამაშა.

ოცგუნდიან სერია B-ში „კრემონეზე“ ამ მომენტისთვის 9 ქულით მე-14 ადგილზეა. კრემონელებმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორედ გაიმარჯვეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები