წიტაიშვილის რაიომ მე-4 ლიგის კლუბს მძიმე ბრძოლაში მოუგო | მიქაუტაძემ ცვლილებაზე ითამაშა
ესპანეთის სამეფო თასის 1/16-ფინალში რანგით მე-4 ლიგის რეკრეატივო უელვამ რაიო ვალეკანო მიიღო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, დამატებით დროში ალვარო გარსიას საგოლე პასებით ალემაომ და დე ფრუტოსმა გაიტანეს, პაოლო რომერომ ანგარიში შეამცირა, რაც მატჩის გადარჩენისთვის საკმარისი არ აღმოჩდა. საბოლოოდ, სტუმრებმა ერთბურთიანი უპირატესობით, 2:3 გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
რაიო ვალეკანოს სასტარტო შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მის აქტივში საგოლე მოქმედება არაა, თუმცა შეტევაში საკმაოდ აქტიური იყო.
25 წლის გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც რაიო ვალეკანოს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, ლა ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა (სულ 271 წუთი). მათგან 2-ში ის სასტარტო შემადგენლობაში იყო. შეუცვლელად (90 წუთი) მხოლოდ მე-5 ტურში, 12 სექტემბერს, მადრიდის რეალის წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ითამაშა.
ესპანეთის სამეფო თასის 1/16-ფინალში ვილიარეალი რანგით მე-5 ლიგის მანაკორს ესტუმრა. გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ვილიარეალმა მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველ ფეხბურთელს არ გაუტანია. მიქაუტაძე მინდორზე 75-ე წუთზე გამოვიდა, მაშინ როცა ხუთივე გოლი გასული იყო.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ 10 მატჩი ჩაატარა (490 წუთი), 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე სამ მატჩში (213 წუთი) მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს