ბენდელას თასის 26-ე გათამაშებას ლაგოდეხმა უმასპინძლა | ნომინაციებში გამარჯვებულები ცნობილია
ლაგოდეხმა 2014 და 2016 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს შორის „ბენდელას თასის“ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. „ბენდელას თასის“ 26-ე გათამაშებაში ქართული გუნდების გარდა ყაზახური და უზბეკური გუნდები მონაწილეობდნენ.
2014 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის ჩემპიონობა „გურჯაანმა“ მოიპოვა, რომელმაც ფინალში „გლდანის აკადემიას“ 4:0 სძლია. გიორგი ფენაშვილი, რომელმაც ფინალში პოკერი შეასრულა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მესამე ადგილზე „ყვარელი“ გავიდა, მეოთხეზე — „თელავი“.
2016 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის ტურნირის გამარჯვებული „გლდანის აკადემია“ გახდა, რომელმაც ფინალში ტაშკენტის „ოდილ ახმედოვს“ 2:1 მოუგო. მესამე ადგილი „ახმეტამ“ დაიკავა, მეოთხეზე „აკადემია 26“ გავიდა.
ტურნირის დასრულების შემდეგ საუკეთესოები გამოვლინდნენ. პრიზები ზაზა ბენდელიანის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა როსტომაშვილმა გადასცეს:
საუკეთესო მეკარე: გაბრიელ ზედგენიძე (გლდანის აკ, 2016), ანდრია არტემოვი (გურჯაანი, 2014)
საუკეთესო მცველი: ნიკოლოზ კალატოზიშვილი (აკადემია 26, 2016), სანდრო გიგოლაშვილი (ყვარელი, 2014)
საუკეთესო ნახევარმცველი: მაჰამაჯანოვ მეჰამედრიზი (ოდილ ახმედოვი, 2016), გიგი კარჭაული (თელავი 2014)
საუკეთესო თავდამსხმელი: დავით მაზიაშვილი (ახმეტა 2016), ლუკა ცალქალამანიძე, (გლდანის აკ. 2014)
საუკეთესო ფეხბურთელი: ლაზარე უნგიაძე (გლდანის აკ. 2016), გიორგი ფენაშვილი (გურჯაანი, 2014)
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს