უშანსოდ - რომან დოლიძე დე რიდერთან დამარცხდა
UFC Fight Night-ზე რომან დოლიძე დე რიდერს დაუპირისპირდა და უშანსოდ, პირველივე რაუნდში დამარცხდა.
ბრძოლის დაწყებიდან 20 წამში, დე რიდერმა რომანი ოქტაგონზე დაამარცხა და მას შემდეგ, ქართველი მებრძოლი ფეხზე ვეღარც წამოდგა.
მთელი რაუნდის განმავლობაში, დე რიდერი გაუთავებელ დარტყმებს აყენებდა დოლიძეს და სამწუხაროდ რომანი ვერაფერს უპირისპირებდა.
ბრძოლის დასრულებამდე, დაახლოებით 1 წუთით ადრე, მსაჯმა ბრძოლა გააჩერა და დე რიდერმა ნაადრევი ნოკაუტითგაიმარჯვა. სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ დოლიძემ მხოლოდ ორი დარტყმის განხორციელება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ქართველი "ფინიშით" კარიერაში პირველად დამარცხდა.
ცნობისთვის, დე რიდერი UFC-ში საშუალო წონით დივიზიონში ჩხუბობდა და ბრენდან ალენთან და კაიო ბორალიოსთან განცდილი მარცხების შემდეგ, ქვემძიმეში ასვლა გადაწყვიტა. მას კარიერაში 26 ბრძოლა დაუგროვდა, საიდანაც 22 მოიგო.
რაც შეეხება დოლიძეს, რომანმა 2025 წლის აგვისტოში ენტონი ერნანდესთან, 2026 წლის მარტში კი კრისტიან ლეროი დანკანთან წააგო. მანამდე „კავკასიელს“ ზედიზედ სამი გამარჯვება ჰქონდა.