მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„იანი კიდევ ერთხელ მოუგებს“ - უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა Red Corner-თან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილთან თავისი ჩხუბი გაიხსენა და დვალიშვილი-იანის დაპირისპირებასთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა.

„ვფიქრობ, იანი მერაბს კიდევ ერთხელ მოუგებს. მეორე ჩხუბში იანი ჯანმრთელი იყო, პირველში კი მხრის ტრავმა ჰქონდა. ჯანმრთელმა იანმა სრულიად სხვა ბრძოლა გვაჩვენა.

პიოტრს კარგი კრივი აქვს, დვალიშვილს - კარგი ჭიდაობა, მაგრამ პარტერში ის იანს ვერ გააკონტროლებს, როგორც ამას სტერლინგი აკეთებდა. მერაბს შეუძლია, იანი გადაიყვანოს, მაგრამ ის მაინც ადგება. მერაბს გრეპლინგის გაუმჯობესება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იანი ისევ მოიგებს.

ვისთან ვისურვებდი ჩხუბს? რა თქმა უნდა, ქამრისთვის ჩხუბი მინდა, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე. თუმცა ასევე მინდა იმ ერთადერთი წაგების ჩახურვა, სადაც მოვლენები ჩემი გეგმის მიხედვით არ განვითარდა.

მაინტერესებს, როგორ ვიჩხუბებდი მერაბ დვალიშვილთან, ხელი რომ არ მომეტეხა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რაღაც დავაკელი. როგორც შემეძლო, ისე ვიჩხუბე და 100%-ით დავიხარჯე“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის მესამე ბრძოლა 25 ოქტომბერს UFC 333-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: მახაჩევს პატივს ვცემ, მაგრამ GOAT-ი ჯონ ჯონსია
დვალიშვილი: მახაჩევს პატივს ვცემ, მაგრამ GOAT-ი ჯონ ჯონსია