რომან დოლიძე, რენიე დე რიდერი
Aa
Aa

დოლიძე VS დე რიდერი | ორივე მებრძოლმა წონა ჩააბარა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე მომდევნო ჩხუბს რენიე დე რიდერის წინააღმდეგ გამართავს. „კავკასიელი“ ქვემძიმე წონით დივიზიონში იასპარეზებს და ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, წარმატებულ გზაზე დაბრუნებას შეეცდება.

დოლიძისა და დე რიდერის ჩხუბი თბილისის დროით 23 აგვისტოს გაიმართება, მანამდე კი მებრძოლებმა წონა ჩააბარეს. დე რიდერი 92.98 კილოგრამს იწონის, რაც შეეხება რომანს, „კავკასიელმა“ სასწორზე 93.4 დააფიქსირა.

ცნობისთვის, დე რიდერი UFC-ში საშუალო წონით დივიზიონში ჩხუბობდა და ბრენდან ალენთან და კაიო ბორალიოსთან განცდილი მარცხების შემდეგ, ქვემძიმეში ასვლა გადაწყვიტა. მას კარიერაში 25 ორთაბრძოლა აქვს გამართული — 21-ჯერ მოიგო, ოთხჯერ კი დამარცხდა.

რაც შეეხება დოლიძეს, რომანმა 2025 წლის აგვისტოში ენტონი ერნანდესთან, 2026 წლის მარტში კი კრისტიან ლეროი დანკანთან წააგო. მანამდე „კავკასიელს“ ზედიზედ სამი გამარჯვება ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი მოლოდინები გვქონდა, წარმატებას ვუსურვებთ“ | ბორჟესს ქოჩორაშვილზე ჰკითხეს
„დიდი მოლოდინები გვქონდა, წარმატებას ვუსურვებთ“ | ბორჟესს ქოჩორაშვილზე ჰკითხეს