თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 12 ქულა | დუბაი ევროლიგაზე მეორედ დამარცხდა

თორნიკე შენგელიას „დუბაი“ ევროლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა. „ფენერბაჰჩესთან“ წაგების შემდეგ „დუბაი“ საშინაო არენაზე „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდა და მატჩი უშანსოდ დათმო.

„დუბაიმ“ კარგად მხოლოდ პირველი მეოთხედი ჩაატარა, რომელიც 21:16 მოიგო. შენგელიამ და კომპანიამ მეორე ათწუთეული 10:21 დათმეს, მეორე ტაიმში კი მხოლოდ 27 ქულა ჩააგდეს და 58:77 დამარცხდნენ.

შენგელიამ პარკეტზე 22 წუთი და 13 წამი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 3-დან 2 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო სროლა გამოიყენა. „დუბაის“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ დუეინ ბეიკონს ჰქონდა (13).

ცნობისთვის, „დუბაის“ ორი მოგება და ამდენივე წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მეცხრე ადგილს იკავებს. „დუბაი“ მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს გამართავს და „კლუჟ-ნაპოკას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გულდაწყვეტილი ვარ, ქართველი ქომაგი რომ ვერ გავახარე“ | ლაშა ბექაურის კომენტარი
„გულდაწყვეტილი ვარ, ქართველი ქომაგი რომ ვერ გავახარე“ | ლაშა ბექაურის კომენტარი