ცხოვრებაძის არაჩვეულებრივი თამაში - ზაგრებმა პარი სენ-ჟერმენი დაამარცხა
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა და სასიამოვნოა, რომ ამ სენსაციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ქართველი მოთამაშეა. „ზაგრებმა“ საკუთარ დარბაზში ჯგუფის ლიდერს, „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა და მრისხანე მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 29:28 დაამარცხა.
25 წლის ქართველი ხელბურთელი ტრადიციულად ხორვატიის დედაქალაქის კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 7 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მასპინძლების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. როგორც სჩვევია, გიორგი თავის სტილში აწიოკებდა პარიზული კლუბის მცველებს და სენ-ჟერმენის კარში ერთმანეთზე ეფექტიანი ბურთები გაიტანა. მართალია, ამ გამარჯვების მიუხედავად, „ზაგრებს“ მომდევნო ეტაპზე გასვლისა და ბრძოლის გაგრძელების შანსი არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, ხორვატები ბრძოლას ევროპა ლიგაზე განაგრძობენ.
ცნობისათვის, სანამ რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირზე გადაინაცვლებენ, გიორგი ცხოვრებაძე და მისი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი მატჩს გამართავენ - 28 ოქტომბერს, C ჯგუფის დასკვნით ტურში, „ზაგრები“ სლოვენიურ „ცელიეს“ დაუპირისპირდება, რომელსაც გათამაშების პირველ წრეში სტუმრად ორბურთიანი სხვაობით, 31:29 აჯობა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს