გიორგი ცხოვრებაძე
Aa
Aa

ცხოვრებაძის 3 გოლი - ქართველმა ჩემპიონთა ლიგა ეფექტურად დაიწყო

ხელბურთში ხორვატიის ჩემპიონმა კლუბმა „ზაგრებმა“, სადაც გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო. ხორვატებმა საკუთარ დარბაზში სლოვენიის „ცელიე“ 2-ბურთიანი სხვაობით, 31-29 დაამარცხეს, 25 წლის ქართველმა კი 3 ჯერ გაიტანა და ერთხელ თანაგუნდელს ასისტენტობა გაუწია, სამიდან ერთი ბურთი კი ეფექტურ სტილში შეაგდო.

წელს ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდება - მონაწილეთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. განახლებული სისტემა ოთხი ეტაპისგან შემდგარ ტურნირს ითვალისწინებს — ჯგუფური, მთავარი რაუნდი, მეოთხედფინალი და „ოთხთა ფინალი“. ცვლილებები უშუალოდ პირველ ორ ეტაპს ეხება და მეოთხედფინალებსა და „ოთხთა ფინალზე“ გავლენას არ ახდენს. გარდა ამისა, ახალი ფორმატის წყალობით, ჩემპიონთა ლიგაზე რვა გუნდით მეტი ასპარეზობს.

ცნობისათვის, გასულ წელს გიორგი ცხოვრებაძემ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში 14 შეხვედრაში ითამაშა სადაც 46 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი დივიზიონის საგზური - ხელბურთელებმა მიზანს მიაღწიეს
პირველი დივიზიონის საგზური - ხელბურთელებმა მიზანს მიაღწიეს