პირველი დივიზიონის საგზური - ხელბურთელებმა მიზანს მიაღწიეს
Aa
Aa

პირველი დივიზიონის საგზური - ხელბურთელებმა მიზანს მიაღწიეს

ექვსი მატჩიდან ოთხი მოგება და საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ა დივიზიონშია. პრესტიჟის გარდა, ზედა ლიგაში დაწინაურება კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრისთვის გაცილებით იოლი გზაა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

ქართველმა ხელბურთელებმა დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, კვიპროსისა და კოსოვოს ნაკრები დაამარცხეს. ყველაზე დიდი, 10-ბურთიანი სხვაობით ტურნირის მასპინძლებმა კვიპროსელებს აჯობეს, საუკეთესო კი ნიკოლოზ მამულაშვილი იყო - ის სამჯერ დაასახელეს შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ერთი კვირის განმავლობაში თელავი ევროპული ხელბურთის სამყაროს ყურადღების ცენტრში იყო. ახალგაზრდა ნიჭიერ ხელბურთელებს, რომელთა უმრავლესობაც მალე ეროვნულ გუნდში მოხვდება, ტურნირის მასპინძლების მხრიდან დიდი ხელშეწყობა და საუკეთესო პირობები ჰქონდათ, რაც ევროპის ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმაც აღნიშნეს.

ცნობისათვის, ექვს შეხვედრაში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა 188 ბურთი გაიტანა და 173 გაუშვა. 39 გოლით კი ჩვენი ქვეყნის გუნდში ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ მამულაშვილი იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება კვიპროსთან - ხელბურთელებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს
გამარჯვება კვიპროსთან - ხელბურთელებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს