ირაკლი კბილაშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე
Aa
Aa

ორჯონიკიძე კბილაშვილთან წავიდა - კაპიტნის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს. 30 წლის ხელბურთელმა კონტრაქტი „პოტაისა ტურდასთან“ გააფორმა, სადაც ჩვენი ქვეყნის ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე ირაკლი კბილაშვილი ასპარეზობს. თავად თემურმაც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ირაკლის ფაქტორმა იქონია და იმედი გამოთქვა, რომ ახალ გუნდს წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.

ორჯონიკიძე ბოლო ორი სეზონის მანძილზე ჩრდილოეთ მაკედონიის „ოჰრიდის“ ღირსებას იცავდა, იქამდე კი „ევროფარმში“, „ფერენცვაროშში“, „რეშიცაში“, „კოკსსა“ და „ოროჰშაზაში“ თამაშის გამოცდილებაც ჰქონია. რაც შეეხება მის ახალ კლუბს, „პოტაისა ტურდამ“ გასულ სეზონში რუმინეთის ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა, გუნდის წამყვანი ხელბურთელი კი კბილაშვილი იყო, რომელმაც თამაშების უმეტესობაში გულშემატკივრებს შედეგიანი გამოსვლით დაამახსოვრა თავი.

ცნობისათვის, თეიმურაზ ორჯონიკიძემ 2025 წლის მაისში მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც იანვარში ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია, თუმცა სარეაბილიტაციო კურსი უკვე დაასრულა და შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებს მომავალი კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო მატჩებში აუცილებლად დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არბიტრის შეცდომების გამო არ დავმარცხებულვართ“ - კბილაშვილის შეფასება
„არბიტრის შეცდომების გამო არ დავმარცხებულვართ“ - კბილაშვილის შეფასება