გოგა ბითაძე, გოლდენ სტეიტ უორიორსი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

გოგას 4 ქულა და 5 მოხსნა გოლდენთან - ორლანდდოს მორიგი მარცხი

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში გოგა ბითაძის ორლანდო გოლდენ სტეიტს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში, ოვერ ტაიმის შემდეგ, 119:126 დამარცხდა.

ბითაძემ პარკეტზე 7 წუთი და 24 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

გოგამ სამჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი ორი იყო. 5 მოხსნიდან ხუთივე საკუთარ ფარზე შეასრულა. ჯამში კი მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

მორიგი გენიალური მატჩი ჰქონდა სტეფ კარის, რომელმაც არასრულ 36 წუთში 41 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ ორლანდოს სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე დაქვეითდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები