ქარუმიძე ფინალში დამარცხდა | ქართველი მოჭიდავეების 2 მედალი მსოფლიოზე (U20)
Aa
Aa

ქარუმიძე ფინალში დამარცხდა | ქართველი მოჭიდავეების 2 მედალი მსოფლიოზე (U20)

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე კობა ქარუმიძემ (55 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალში ირანელ არმინ საად შამსიპურჰაჯისთან დამარცხდა.

ფინალამდე განვლილ გზაზე ჩინელი ჯიალ ლი 8-0 დაამარცხა, მეოთხედფინალში იაპონელი ჰირო საკამოტო 9-0 გაანადგურა, ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ემინ ჯავადლის ბარიერი დაძლია, 11-4 მოუგო.

საბა ფურცელაძემ (130 კგ.)  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში ეგვიპტელი ესამ იბრაჰიმ რამადან ანვარ ჰუსეინი 9-0 გაანადგურა.

აღნიშნულ ტურნირში საქართველოს სახელით ასევე გამოვიდნენ: კახაბერ გოგინაშვილი (60 კგ.), ერეკლე თავბერიძე (67 კგ.), ალექსანდრე რუსიტაშვილი (72 კგ.), არმან მკრტიჩიანი (97 კგ.), გიორგი ჭიკაიძე (63 კგ.), ლუკა კოჩალიძე (87 კგ.), გიორგი გოგელაშვილი (77 კგ.), ლუკა ფიფია (82 კგ.).

შეჯიბრის მასპინძელი სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები