„მან იცის, რა უნდა გაკეთდეს“ - რაფინია ანჩელოტის პირობას უყენებს
„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რაფინიამ „სელესაოს“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
რაფინია ტრავმის შემდეგ თავის ფიზიკურ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ ანჩელოტიმ იცის, თუ რა დროით უნდა დატვირთოს ის ნაკრებში.
„თუ ანჩელოტის ჩემი იმედი აქვს, მან იცის, რომ ჩემი სათამაშო დრო უნდა აკონტროლოს. მან იცის, რა უნდა გააკეთოს, როგორც მწვრთნელმა, და ეს განვიხილეთ კიდეც. „ბარსელონას“ გულშემატკივრებს სანერვიულო არაფერი აქვთ, ჩვენ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ“,
- განაცხადა რაფინიამ.
რაფინიამ კუნთის ტრავმა ბრაზილიის ნაკრების შეკრებაზე სექტემბერში, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო და ეროვნული გუნდის ბანაკი ვადაზე ადრე დატოვა. ნოემბრის შეკრებაზე „ბარსელონას“ ფორვარდი „სელესაოში“ კვლავ გამოიძახეს.
მიმდინარე სეზონში 29 წლის ბრაზილიელის ანგარიშზე საკლუბო დონეზე ჩატარებულ 13 მატჩში 19 გოლი და 3 საგოლე პასია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს