ფლორენტინო პერესი, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი შესაძლოა რეალის შეურაცხყოფისთვის დაისაჯოს - სპორტული საბჭო მოკვლევის დაწყებას განიხილავს

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი შესაძლოა „რეალის“ ტელევიზიასა და გებელსის მეთოდებზე ნათქვამი სიტყვების გამო დაისაჯოს.

ესპანეთის ეროვნული სპორტული საბჭო (CSD) ლა ლიგის პრეზიდენტისა და ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის (RFEF) ვიცე-პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის განცხადებებთან დაკავშირებით, საკუთარი ინიციატივით, მოკვლევის დაწყების შესაძლებლობას განიხილავს.

ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

შეგახსენებთ, დღეს ესპანეთის ლიგის ხელმძღვანელმა მადრიდული კლუბის ტელევიზიაში გაჟღერებული განცხადებები იოზეფ გებელსის მეთოდებს შეადარა.

მოგვიანებით „რეალმა“, მისი განცხადებების გამო, ტებასის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა და ასევე ნეგრეირას საქმეც ახსენა.

„სამეფო კლუბსა“ და ლა ლიგის პრეზიდენტს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, როცა „რეალმა“ სუპერლიგის იდეა ვერ განახორციელა და ამ საქმეში მარტო დარჩა. იმ დღის შემდეგ, მადრიდელებს უეფასთან და ლა ლიგასთან არც ისე სახარბიელო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები