ექსელსიორი განადგურდა | ეგოიანის გუნდის 5-მატჩიანი მოუგებელი სერია
ნიდერლანდების ერედივიზიეს მე-9 ტურში „ჰერენვენმა“ შინ „ექსელსიორი“ 4:0 გაანადგურა. „ექსელსიორი'', რომლის ლიდერი ირაკლი ეგოიანია, ბოლო 4-დან სამ მატჩში დამარცხდა, ბოლო ორ შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 9 გოლი გაუშვა. წარმატებული სტარტის შემდეგ გუნდი კრიზისშია, გუნდს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
ტრადიციულად ირაკლი ეგოიანმა სასტარტოში 90 წუთი ითამაშა, კარისკენ დარტმის ერთი მცდელობა ჰქონდა, ზუსტი იყო, თუმცა ბურთი პირდაპირ მეკარისკენ წავიდა და მოიგერია. Sofascore-მა 7,3 დაუწერა, თავის გუნდში საუკეთესო იყო.
ცნობისთვის, ეგოიანმა ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურში ითამაშა, 9 მატჩი სასტარტო 11-ში დაიწყო. მის ანგარიშზე 3 გოლი („კამბურთან“, „ვილემ II“-თან და „გრონინგენთან'') და 5 საგოლე პასია („კამბურთან“, პსვ-სთან, „ვილემ II“-თან, „ნეიმეგენთან'' და „აიაქსთან''). 9-დან 8-ში 90 წუთი ითამაშა, მხოლოდ პირველ ტურში შეცვალეს (75-ე წუთზე).
აქვე გეტყვით, რომ სექტემბერში სააგენტო Transfermarkt-მა ეგოიანის საბაზრო ღირებულება გაზარდა - ამ დროისთვის 22 წლის ნახევარმცველის ღირებულება 3.5 მილიონი ევროა. „ექსელსიორთან“ ეგოიანის კონტრაქტი 2028 წელს იწურება.
ერედივიზიეს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჩემპიონატის საწყის 8 ტურში 100 კილომეტრზე მეტი მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა გაირბინა, მათ შორისაა ირაკლი ეგოიანი. „დენ ჰააგის“ ფინელმა ნახევარმცველმა, იუჰო კილომ 102.1 კმ გაირბინა, „ზვოლეს“ დანიელმა ნახევარმცველმა, ტობიას ზომერმა - 101.3 კმ, ხოლო ირაკლი ეგოიანმა - 100.1 კმ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს