გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„საერთო ჯგუფში ჯერ არ უვარჯიშია“ - ბოლო ცნობები ქოჩორაშვილზე

„სევილიას“ მთავარმა მწვრთNელმა, ლუის გარსია პლაზამ მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ ანდალუსიელთა ქართველ ნახევარმცველზე, გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, გიორგი ჯერ კიდევ ვერ ვარჯიშობს გუნდთან ერთად და „სამეფო კლუბთან“ მისი თამაში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

„ქოჩორაშვილს ჯერჯერობით საერთო ჯგუფში არ უვარჯიშია. ხვალ დილით შევაფასებთ მის მდგომარეობას და ზუსტად გვეცოდინება, იქნება თუ არა ის ხელმისაწვდომი „რეალთან“ მატჩში.

შეიძლება ძირითადში გამოვიდეს, შეიძლება ცვლილებაზე ვათამაშოთ, ან საერთოდ განაცხადს მიღმა მოუწიოს დარჩენა. ჯერჯერობით მასზე მეტს ვერაფერს გეტყვით“.

ცნობისთვის, რეალი-სევილიას მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 18 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ 8 ტურის შემდეგ „სევილია“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ორდღიანი ავადმყოფობის შემდეგ თავს კარგად გრძნობს“ | ზურიკო სათამაშოდ მზადაა
    „ორდღიანი ავადმყოფობის შემდეგ თავს კარგად გრძნობს“ | ზურიკო სათამაშოდ მზადაა