ზივზივაძეს მუხლი აწუხებს - ვოლფსბურგთან მისი თამაში საეჭვოა
„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა „ვოლფსბურგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი ფორვარდის თამაში „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ საეჭვოა.
„ყოველი კვირა ახალი გამოწვევებითაა სავსე: ვიცით, რომ „ვოლფსბურგი“ დომინანტური ფეხბურთის თამაშს ცდილობს. ბურთის ფლობასა და მოკლე პასებზე აქვთ აქცენტი, მაგრამ ასევე სახიფათოდ გადადიან კონტრშეტევაზე - განსაკუთრებით ფლანგებზე.
„მაქსიმილიან ბროინიგმა და სერლორდ კონტემ ტრავმები მოირჩინეს, მაგრამ სათამაშოდ ჯერ მზად არ არიან. ასევე ვერ დაგვეხარება მარნონ ბუში. მიკელ კაუფმანი წინა მატჩში დისკომფორტის გამო შევცვალეთ. კითხვის ქვეშაა ბუდუ ზივზივაძის თამაშიც. ბოლო დღეები მას მუხლი აწუხებდა. შეძლებს თუ არა ბუდუ თამაშს, მოგვიანებით გახდება ცნობილი“.
ცნობისთვის, ვოლფსბურგი-ჰაიდენჰაიმის მატჩი 17 ოქტომბერს თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება. ამ დროისთვის ბუდუს გუნდი 14 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა, „ვოლფსბურგი“ კი 12 ქულით - მეხუთეზე.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს