ძერყორაშვილის ჩაწოდება და გოლი | საქართველო სან მარინოს ამარცხებს (U19)
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდის B ლიგაში თამაშობს. მეორე ჯგუფის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სან მარინოს მინიმალური სხვაობით ამარცხებს - 1:0.
26-ე წუთზე ერეკლე ძერყორაშვილმა ჯარიმიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, რომელიც გოლით დასრულდა. UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი ამ მომენტში გოლს ძერწყორაშვილს უთვლის, თუმცა სავარაუდოდ გოლის ავტორი შეიცვლება. შესაძლოა, ავტოგოლი დაფიქსირდეს.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგული აქვს, სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით სან მარინოსთან მატჩი სრული ფორმალობაა.
მეორე ჯგუფის პირველ ტურში ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი დანიასთან 2:5 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელებისთვის მეორე ტურიც წარუმატებელი იყო, ბოსნია და ჰერცეგოვინამ ჩვენი გუნდი 3:0 დაამარცხა, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ საიდ ნიშიჩმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ადემ მუსტაფიჩმა გაიტანა.
მიმდინარეობს განახლება
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს