Opta-ს სუპერკომპიუტერი | იბერია 1999-ის შანსები კონფერენს ლიგაზე
ცნობილმა სტატისტიკურმა პლატფორმამ, Opta-მ, კონფერენს ლიგის ფავორიტები დაასახელა. ევროტურნირებზე ქართული კლუბიც ასპარეზობს და ლიგის ფაზის საგზური „იბერია 1999“-მა მოიპოვა.
Opta-ს მიხედვით, „იბერია 1999“-ის პლეიოფში გასვლის ალბათობა 2 პროცენტია. იმის შანსი, რომ Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონი მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს, 0.2 პროცენტია. რაც შეეხება ნახევარფინალს, ფინალსა და ჩემპიონობას, „იბერია 1999“ უშანსოდაა.
Opta-ს მიხედვით, კონფერენს ლიგის მთავარი ფავორიტი „ბრაიტონია“, რომლის ჩემპიონობის ალბათობაც 43.8 პროცენტით ფასდება. საბა საზონოვის „ხეტაფის“ ტრიუმფის ალბათობა 1.3 პროცენტია, ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცის“ — 0.2%, ხოლო ანტონ თოლორდავას „კაუნო ჟალგირისის“ — 4.2% (პლეიოფში გასვლა) და 0.7% (მეოთხედფინალი).
ცნობისთვის, „იბერია 1999“-ის კალენდარი ასეთია: „სენტ-ტრუიდენთან“ პირველი ტურის შემდეგ, 22 ოქტომბერს, მეორე ტურში „იბერია 1999“ თბილისში „მიალბის“ მიიღებს. 5 ნოემბერს თბილისურ გუნდს „კოპენჰაგენთან“ გასვლითი მატჩი ელის, 26 ნოემბერს კი საქართველოს დედაქალაქს საბა საზონოვის „ხეტაფე“ ესტუმრება. რაც შეეხება მეხუთე და მეექვსე ტურებს, 10 დეკემბერს „იბერია 1999“ „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს, 17 დეკემბერს კი „იაბლონეცთან“ გასვლითი მატჩით ლიგის ფაზაზე ასპარეზობას დაასრულებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს