დილა, იბერია 1999, ამირან ძაგანია
Aa
Aa

იბერიამ მოიგო და მესამეზე გადავიდა - ჩემპიონს ბართიშვილი დაუბრუნდა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტური გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩით დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „დილამ“ „იბერია 1999“-ს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ „მიალბისთან“ უეფას კონფერენს ლიგის მოახლოებული საშინაო მატჩის წინ, შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა, თუმცა ამას მოქმედი ჩემპიონისთვის მორიგი სამი ქულის მოპოვებაში ხელი არ შეუშლია.

ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან გიორგი ქობულაძის გაკეთებული გადაცემის შემდეგ სტუმრები ამირან ძაგანიამ დააწინაურა. საბოლოო ანგარიში კი, 51-ე წუთზე ლუკას კაფემ სტანდარტიდან დააფიქსირა, რომლის დარტყმის შემდეგაც რიკოშეტს ჰქონდა ადგილი და „დილას“ მეკარეს რეაგირების მოხდენა ამიტომაც გაუჭირდა. მე-80 წუთზე „იბერია 1999“-ის შემადგენლობაში ანდრია ბართიშვილი გამოჩნდა, რომელსაც ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს 23 ივნისს, „მეშახტესთან“ საშინაო მატჩში ჰქონდა ნათამაშები.

ცნობისათვის, 29 ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში 53 ქულით „დინამო ბათუმი“ უდგას, რომელიც მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფ „რუსთავსა“ და „იბერია 1999“-ს ქულით, ხოლო მეოთხეადგილოსან „დინამო თბილისს“ 2 ქულით უსწრებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დინამოს იღბლიანი დაბრუნება - რუსთავი პოზიციებს არ თმობს
    დინამოს იღბლიანი დაბრუნება - რუსთავი პოზიციებს არ თმობს