გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძეს რამდენიმე შანსი ჰქონდა - ვილიარეალი კვლავ მოგების გარეშეა

ლა ლიგის მე-5 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 1:2 დამარცხდა.

გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველ შემტევს გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მიზანს ვერ მიაღწია. მიქაუტაძის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 56 შეხება, 4 დარტყმა - ოთხივე ზუსტი, 10-დან 4 წარმატებული დრიბლინგი, 34-დან 27 ზუსტი პასი, 2 საკვანძო პასი, 1 ვარდნა, ბურთის ორჯერ დაბრუნება. Sofascore-ის შეფასება - 6.4 ქულა.

მიქაუტაძის ყველა მომენტი:

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 29-ე წუთზე ხერარდ მორენომ „ვილიარეალი“ დააწინაურა, თუმცა ბეტისმა 39-ე წუთზე ერნანდესისა და 43-ე წუთზე ნათანის გოლებით თამაშის შემოტრიალება და საბოლოოდ, გამარჯვებაც შეძლო.

5 ტურის შემდეგ „ვილიარეალი“ კვლავ მოგების გარეშეა და „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ მხოლოდ 2 ფრე და შესაბამისად, 2 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში კი გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე იმყოფება. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 სექტემბერს, სტუმრად, „მალაგასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის დებიუტი სან-სიროზე! - უდინეზე ინტერთან 2:0-დან დამარცხდა
ჩაკვეტაძის დებიუტი სან-სიროზე! - უდინეზე ინტერთან 2:0-დან დამარცხდა