ჩაკვეტაძის დებიუტი სან-სიროზე! - უდინეზე ინტერთან 2:0-დან დამარცხდა
სერია A-ს მე-5 ტურში „უდინეზეს“ შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი „სან სიროზე“ „ინტერს“ ესტუმრა და სანახაობრივ შეხვედრაში 5:3 დამარცხდა.
გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 73-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც „ნერაძურის“ სასარგებლოდ ანგარიში 5:2 იყო. ქართველ შემტევს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ჩაკვეტაძემ მოედანზე 20 წუთამდე გაატარა და ამ დროის განმავლობაში ბურთს 8-ჯერ შეეხო, 7-დან 5 ზუსტი პასი გააკეთა, მათ შორის 1 ზუსტი გრძელი პასი, კარში დარტყმა არ ჰქონია და 1 ორთაბრძოლა მოიგო. Sofascore-ზე მისი თამაში 6.5 ქულით შეფასდა.
ჩაკვეს ყველა ეპიზოდი ინტერთან:
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, პირველი ნახევრის საწყის 16 წუთში „უდინეზე“ აბანკვას და ეკელნკამპის გოლებით 0:2 დაწინაურდა, თუმცა „ინტერმა“ პირველივე ნახევარში შეძლო წონასწორობის აღდგენა და ტაიმი ფრედ, 2:2 დასრულა. „ნერაძურიდან“ გოლები კარლოს აუგუსტომ და ბარელამ გაიტანეს.
მეორე ნახევარში, 57-ე წუთზე ტურამმა „ინტერი“ წინ გაიყვანა, რასაც 10 წუთში ესპოზიტოს გოლი მოჰყვა. 79-ე წუთზე ბონიმ სტუმართა კარში მეხუთე გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე იდრისა გეიემ დააფიქსირა - 5:3.
როგორც გითხარით, გიორგი ჩაკვეტაძისთვის ეს მატჩი „უდინეზეს“ შემადგენლობაში სადებიუტო იყო. ქართველი ფეხბურთელი მოედანს სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
4 ტურის შემდეგ „უდინეზეს“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 19 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „კალიარის“ წინააღმდეგ გამართავს.