ხვიჩა კვარაცხელია, ფერან ტორესი
Aa
Aa

პსჟ-მ ფერანის გოლით მოიგო - ხვიჩა 66-ე წუთზე შეცვალეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 65 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი აქტიურობდა და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მიზანს ვერ მიაღწია. ლუის ენრიკემ კვარა 66-ე წუთზე, დეზირე დუეთი შეცვალა.

65 წუთის განმავლობაში ხვიჩას სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 57 შეხება, 40-დან 34 ზუსტი პასი, 3-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 1 საკვანძო პასი, 4 დარტყმა - 2 ზუსტი, 2 არაზუსტი, 4-დან 3 წარმატებული დრიბლინგი, 8-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 6.3 ქულა.

ხვიჩას ყველა მომენტი:

„პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა და შედეგად, ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგა 1-ის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯერჯერობით, მის ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა.

4 ტურის შემდეგ პსჟ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს და მომდევნო შეხვედრას 20 აპრილს, სტუმრად, „მარსელის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე ინტერთან - რას ამბობს უდინეზეს მწვრთნელი
ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე ინტერთან - რას ამბობს უდინეზეს მწვრთნელი