დავით მუჯირი
Aa
Aa

„დინამო მესამე-მეოთხე ეტაპზე რომ ყოფილიყო, ეს შეიძლებოდა“ - მუჯირის პასუხი მატჩის გადადებაზე

თბილისის „დინამომ“ ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა 2026 წელსაც კრახით დაასრულა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თბილისში მოპოვებული 3-ბურთიანი ჰანდიკაპი ვერ შეინარჩუნა და ვილნიუსში ადგილობრივ „ჟალგირისთან“ სამარცხვინო მარცხი იწვნია. მოგვიანებით, „დინამოელთა“ დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ აღნიშნა, რომ მისი კლუბის ასპარეზობას დაღი დაასვა „გურიასთან“ სათასო მატჩმა, რომლის გადადებაც მათი სურვილის მიუხედავად ვერ მოხერხდა. ქეცბაიამ ისიც აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ მომავალში მსგავს სიტუაციებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მიიღებს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ დავით მუჯირს და სფფ-ის გენერალური მდივნისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„ახლაც არის გადადებული ერთი მატჩი და ეს არის „იბერია 1999“ – „დინამო თბილისი“, რომელიც 4 ოქტომბერს, სანაკრებო ფანჯრის დროს უნდა გაიმართოს. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ ქართული ფეხბურთის ინტერესებზე, მაგრამ მეორეც არის - ერთ კლუბს მეორესთან მიმართებაში უპირატესობა არასოდეს უნდა მიანიჭო. რაც შეეხება თემურ ქეცბაიას მოსაზრებას, „დინამო“ უფრო შორს, მესამე-მეოთხე ეტაპზე რომ ყოფილიყო, მაშინ ფედერაციის ჩარევა უპრიანი იქნებოდა, მაგრამ პირველ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რომ გადავდოთ მატჩი და კლუბი უფრო შორს გავიდეს, შემდეგ კიდევ ერთხელ ამის გაკეთებისთვის ფიზიკურად ფანჯარა აღარ გვრჩება“.

შეგახსენებთ, რომ „იბერია 1999“-მა გასულ ზაფხულს ისტორიულ წარმატებას მიაღწია და 22-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა საქართველოს პირველი კლუბი, რომელიც ევროტურნირის ფინალურ ეტაპზე მოხვდა. უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონის მეტოქეები ბელგიის „სენტ ტრუიდენი“, შვედეთის „მიალბი“, დანიის „კოპენჰაგენი“, ესპანეთის „ხეტაფე“, სერბეთის „ცრვენა ზვეზდა“ და ჩეხეთის „იაბლონეცი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ არსებობს მაგარი აგენტი, არსებობს მაგარი ფეხბურთელი“ - სატრანსფერო ინფორმაციები ქართველ მოთამაშეებზე
„არ არსებობს მაგარი აგენტი, არსებობს მაგარი ფეხბურთელი“ - სატრანსფერო ინფორმაციები ქართველ მოთამაშეებზე