საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

მომწონს ქართველების თავდადება | ფედეცკიმ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა არტემ ფედეცკიმ საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა. ფედეცკისთან ინტერვიუ უკრაინულმა გამოცემა football24-მა გამოაქვეყნა.

„საქართველომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან წააგო, რაც ჩემთვის საკმაოდ უცნაური შედეგი იყო. მატჩისთვის არ მიყურებია, მაგრამ ვნახე, რომ ქართველები ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშობდნენ. მეორე მხრივ, ყველას ეგონა, რომ ჩრდილოეთ ირლანდია მარტივი მეტოქე იყო, მაგრამ მათ ქართველების დამარცხება შეძლეს. კვარაცხელიას გაფუჭებული პენალტი და ეს ყველაფერი... მოვლენები საინტერესოდ დატრიალდა.

უკრაინის ნაკრებში თამაშისას მარტივი მატჩები არ არსებობს. რამდენი თამაშიც ვნახე, მომწონს ქართველების თავდადება, ის, თუ როგორ თამაშობენ სულით, გულით და ემოციებით. ძალიან სიმპათიური ნაკრებია და მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. ყველამ ვიცით, როგორ უდგანან მხარში ქართველები უკრაინელებს არა მხოლოდ სპორტში, არამედ ზოგადად მიმდინარე სიტუაციაში. ეს ჩვენთვის ნამდვილად ძმური ერია. საინტერესო, მაგრამ ძალიან რთული მატჩი იქნება, თუმცა ჩვენ გვყავს მალდერა და მგონია, რომ ის კიდევ გაგვაკვირვებს''.

შეგახსენებთ, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები შინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა, რასაც ვილი სანიოლის წასვლა მოჰყვა, ფრანგი სპეციალისტი რამაზ სვანაძემ შეცვალა, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში წარმატებულად მუშაობდა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამაზ სვანაძის დებიუტი ხვალ, 28 სექტემბერს უკრაინასთან შედგება, დღეს კი მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალია: ვეცდები, პრემიერლიგაში ვითამაშო და ქართველი ხალხი გავახარო
სალია: ვეცდები, პრემიერლიგაში ვითამაშო და ქართველი ხალხი გავახარო