რამაზ სვანაძე, სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა დაიმსახურა | ნარიმანიძე სვანაძეზე

საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბერძენ თანატოლებს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ 21-წლამდე ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სანდრო ნარიმანიძემ თამაში შეაფასა. ასევე, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნულ რამაზ სვანაძეზე ისაუბრა.

სანდრო ნარიმანიძე: „ძნელი თამაში იყო, საბერძნეთი ნამდვილად კარგი გუნდია. პირველ ათ წუთში ორი გოლი გავუშვით, რაც ძალიან ძნელი იყო. ემოციურად რა თქმა უნდა ძნელია. როცა პირველ ათ წუთში გოლს უშვებ, თამაშის კარგად წარმართვა რთულია. პირველ ტაიმში გვქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, ასევე მეორე ტაიმშიც, მაგრამ შემდეგ ყველაფე კარგად არ წავიდა და თამაში დავთმეთ. ვარჯიშს გავაგრძელებთ. იმედია ყველაფერს კარგად გავაკეთებთ და ჩრდილოეთ ირლანდიასთან სამ ქულას მოვიპოვოთ.

ყველა თამაშზე გავალთ მოსაგებად და ყველანაირად ვიბრძოლებთ, რომ მესამე ადგილზე გავიდეთ და შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგ ჯგუფში მოვხვდეთ.

რამაზ სვანაძე ფანტასტიური მწვრთნელია, ნამდვილად იმსახურებდა ეროვნულ ნაკრებში დანიშვნას, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ორჯერ ითამაშა და ნამდვილად დამსახურებული იყო მისი ეროვნულ ნაკრებში დანიშვნა''.

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა. დილით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღარ გაწვრთნის, მას რამაზ სვანაძე შეცვლის, რომელიც 21-წლამდე ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2024 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზეც კარგად ითამაშეს და მერვედფინალამდე გააღწიეს, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდნენ. სვანაძის დებიუტი ორშაბათს, 28 სექტემბერს, უკრაინელებთან საშინაო მატჩში შედგება.

დარჩენილ ორ გასვლით მატჩში 21-წლამდე ნაკრებს გიორგი ადამია უხელმძღვანელებს, ჩრდილოეთ ირლანდიასთან (პირველი ოქტომბერი) და გერმანიასთან (6 ოქტომბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვამაყობ, რომ ეს გზა ერთად გავიარეთ“ - მიქაუტაძე სანიოლს დაემშვიდობა
„ვამაყობ, რომ ეს გზა ერთად გავიარეთ“ - მიქაუტაძე სანიოლს დაემშვიდობა