„სიცოცხლის ბოლომდე შენი მადლიერი ვიქნებით“ - ზივზივაძე სანიოლს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში ვილი სანიოლს ემოციური პოსტით დაემშვიდობა.
„მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ ბოლო 6 წლის განმავლობაში ერთად გამოვიარეთ. ეს საოცარი გამოცდილება იყო.
მადლობა, რომ მომეცა შესაძლებლობა, ეროვნული ნაკრების მაისური მეტარებინა და ქართველი გულშემატკივრები გამეხარებინა.
ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანე, რაზეც ქართველები არაერთი წელი ვოცნებობდით. ამისთვის ყველა ქართველი, მათ შორის მეც, სიცოცხლის ბოლომდე შენი მადლიერი ვიქნებით.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის. შენ და მთელ შენს ოჯახს მომავალში მხოლოდ წარმატებებსა და ბედნიერებას გისურვებ“.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა. ფრანგი სპეციალისტის ნაცვლად ეროვნული გუნდი რამაზ სვანაძემ ჩაიბარა, რომელიც აქამდე 21-წლამდე ნაკრებში მუშაობდა.