ადელ შედლი
Aa
Aa

სანიოლის ასისტენტი: “უდიდესი მადლიერებითა და უამრავი ლამაზი მოგონებით მივდივარ“

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ვილი სანიოლმა დატოვა. შესაბამისად, ჯვაროსნებიდან მისი ასისტენტი ადელ შედლიც წავიდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა.

რას წერს შედლი?

„საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მუშაობა ჩემთვის უდიდესი პატივი და ნამდვილი პრივილეგია იყო. ჩემი კონტრაქტის ვადა ახლა ამოიწურა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს თავი სრულდება, აქედან უდიდესი მადლიერებითა და უამრავი ლამაზი მოგონებით მივდივარ.

ამ ექვსი წლის განმავლობაში შემიყვარდა ქართველი ხალხი და ფეხბურთელები. ის, რაც თავდაპირველად პროფესიული ურთიერთობა იყო, დროთა განმავლობაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ფეხბურთელები ჩემი ძმები, მეგობრები და ოჯახის წევრები გახდნენ.

ქართველმა ხალხმა უდიდესი სითბოთი, სიკეთით, გულუხვობითა და პატივისცემით მიმიღო. ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისთვის, რომ ასე მიმიღეთ, თავი საკუთარ სახლში მაგრძნობინეთ და თქვენი ოჯახის ნაწილად მაქციეთ.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ფეხბურთელებსა და სრულიად ქართველ ხალხს მომავალში მხოლოდ წარმატებას, ბედნიერებასა და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

ეს დამშვიდობება არ არის, რადგან თქვენ ყოველთვის ჩემი ძმები და ჩემი ოჯახი იქნებით. საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში. მადლობა ყველაფრისთვის.“

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რამაზ სვანაძემ ჩაანაცვლა. ჯვაროსნები შემდეგ მატჩს 28 ოქტომბერს უკრაინის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მალე ისევ შევხვდებით“ - სანიოლი ქართველ გულშემატკივრებს დაემშვიდობა
“მალე ისევ შევხვდებით“ - სანიოლი ქართველ გულშემატკივრებს დაემშვიდობა