გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

დორტმუნდი აქტიურად აკვირდება | ახალი ცნობები კვერნაძის შესაძლო ტრანსფერზე

საფეხბურთო ტრანსფერების ექსპერტის, ეკრემ კონურის ინფორმაციით, "ფროზინონეს" ქართველი გარემარბი, გიორგი კვერნაძე ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრშია. სატრანსფერო ბაზარზე მასთან დაკავშირებით სიტუაცია ასეთია: „დორტმუნდი'' ქართველ შემტევს აქტიურად აკვირდება, „რომასთან'' უკვე გაიმართა წინასწარი მოლაპარაკება, ინგლისურმა „ჰალ სიტიმ'' ფეხბურთელის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა. გარდა ამისა,  კვერნაძის გადაბირების ინტერესს ინგლისისა და გერმანიის სხვა გუნდებიც იჩენენ.

მიმდინარე კვირაში La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ ყველაზე მეტად „რომა“ აქტიურობს. „ჯალოროსის“ ინტერესი დიდია და შესაძლებელია, დედაქალაქურმა კლუბმა კვერნაძის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სცადოს. „რომას“ სპორტულ დირექტორს, ტონი დ’ამიკოს სწორედ კვერნაძისნაირი უნარების მქონე გარემარბის გადაყვანა სურს.

იტალიური გამოცემის მიხედვით, „ფროზინონეს“ სამომავლო გეგმებში კვერნაძის გაშვება არ შედის. „კანარინი“ მას საკვანძო ფეხბურთელად მოიაზრებს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონი ევროს მიღება სურს.

ცნობისთვის, კვერნაძეს „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონი ევრო იყო, მაგრამ მონაცემების განახლების შემდეგ გიორგის ფასი გაორმაგდა და 8 მილიონს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მალე ისევ შევხვდებით“ - სანიოლი ქართველ გულშემატკივრებს დაემშვიდობა
“მალე ისევ შევხვდებით“ - სანიოლი ქართველ გულშემატკივრებს დაემშვიდობა