1/4-ფინალში ფავორიტს მოუგო | ბასილაშილის ზედიზედ მე-5 გამარჯვება
ჩენგდუს (ჩინეთი) ჰარდის საფარის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა. მეოთხედფინალში ამერიკელი ჯენსონ ბრუქსბი ორ სეტში 6:4, 7:6 დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ ATP-ის რეიტინგიდან გამომდინარე ფავორიტად ჯენსონ ბრუქსბი მიიჩნეოდა (77-ე პოზიცია), 145-ე ადგილზე მყოფმა ბასილაშვილმა კორტზე მეტოქეს საკუთარი თამაშის წესები უკარნახა.
პირველ სეტში ნიკოლოზმა უპირატესობა მოიპოვა და 39 წუთში 6:4 მოიგო. მეორე სეტი გაცილებით თანაბარი და დრამატული აღმოჩნდა. 55-წუთიანი ბრძოლის შემდეგ საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილმა მნიშვნელოვან მომენტებში მტკიცედ ითამაშა და სეტი 7:6 (7:4) მოიგო. ეს დამაჯერებელი გამარჯვება ნათლად აჩვენებს, რომ ბასილაშვილი კარგ ფორმაშია. ის აგრძელებს ბრძოლას ჩენგდუს ტურნირის ტიტულისთვის. ნახევარფინალში ფრანგ ალეკსანდრ მიულერსა და ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ჩენგდუს ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულასთან ერთად 184 085 დოლარს გამოიმუშავებს.