ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

გოანჟოუს ჩელენჯერი - ბასილაშვილი მესამე სეტში დანებდა

გუანჟოუს ჩელენჯერის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 656-ე ნომერს, ნაოუა ჰონდას დაუპირისპირდა.

პირველი სეტი ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა. ნიკოლოზმა 2 ბრეიკი შეასრულა და 6:2 მოიგო.

მეორე სეტი ბასილაშვილმა უპირატესობით დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ნიკოლოზი მატჩს მოიგებდა, მაგრამ მერვე გეიმში საკუთარი ჩაწოდება წააგო.

გულშემატკივრებმა ტაი-ბრეიკი იხილეს, სადაც ორი მატჩ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და 8:6 წააგო.

მესამე სეტი არ შედგა, რადგან ბასილაშვილმა თამაში შეწყვიტა, რის გამოც მოგება იაპონელს ჩაეთვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები