„შემიძლია გითხრათ რატომ აქვს რეალს ნაკლები ქულა... ყველაფერს სხვებს აბრალებენ“
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა Real Madrid TV-ის წამყვანების მხრიდან მსაჯების მისამართით გაჟღერებულ კრიტიკაზე ისაუბრა.
გასული სეზონიდან დღემდე, მადრიდელები ლა ლიგის არბიტრების მიმართ საჯარო კრიტიკას მიმართავენ, რასაც ტებასი ხისტი და პირდაპირი განცხადებით ეხმაურება.
„ის, თუ როგორ გამოჰყავთ თავი მსხვერპლად, შეუფერებელია. ისინი წუწუნებენ არა მხოლოდ იმაზე, რაც მათ თავს ხდება, არამედ იმაზეც, რაც სხვების თავს ხდება. ისინი ცდებიან.
მათთან ყველაფერში სხვები არიან დამნაშავეები, თავად კი - არასდროს. შემეძლო მეთქვა, რატომ აქვს „რეალს“ ნაკლები ქულა, მაგრამ არ ვიტყვი... „რეალს“ ჩემპიონატის მოგება ამ საცოდავი გამოსვლების გარეშეც შეუძლია“,
- აღნიშნა ტებასმა As-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ სამსაჯო თემებში „ბარსელონას“ წინააღმდეგ უკვე თვებია მოქმედებს. ყველაფერი „ნეგრეირას საქმიდან“ დაიწყო, რომელიც ესპანეთის სასამართლომ უკვე თითქმის დაასრულა და კატალონიური კლუბი უდანაშაულოდ სცნეს.