ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს“ | მაიკლ ონილის კომენტარი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 25 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ონილმა მოახლოებულ თამაშებზე ისაუბრა.

„გვყავს ნაკრები, რომელსაც ჩვენს ჯგუფში მოხვედრილი გუნდების წინააღმდეგ კარგად თამაში შეუძლია. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ნაკრები რეიტინგში ჩვენზე მაღალ პოზიციას იკავებს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს.

პირველი შეხვედრა საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს, რომლის რიგებშიც, ამ მომენტისთვის, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს (ხვიჩა კვარაცხელია). ის ბოლო ორი წელიწადია ამას სტაბილურად აჩვენებს.

უნგრეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენის გამო იმედგაცრუებული იქნება. უკრაინას ყოველთვის ძლიერი ნაკრები ჰყავდა და ვფიქრობ, ძალიან რთული შეხვედრები გველოდება, მაგრამ ჩვენთვის ეს შესანიშნავი გამოწვევა იქნება. თანაბარი ჯგუფია და იმედი გვაქვს, ბოლო ორი ტურის გამართვამდე პირველი ან მეორე ადგილის დაკავების შანსი გვექნება“.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ საქართველო უკრაინას დაუპირისპირდება (28 სექტემბერი, 20:00). 2 ოქტომბერს „ჯვაროსნები“ უნგრეთში მასპინძელ ნაკრებს შეხვდებიან, მეოთხე თამაშს კი 5 ოქტომბერს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამაოგნებელი მოგერიება“ | როგორ შეაფასა ინგლისურმა პრესამ მამარდაშვილის თამაში
„გამაოგნებელი მოგერიება“ | როგორ შეაფასა ინგლისურმა პრესამ მამარდაშვილის თამაში