გიორგი მამარდაშვილი, კოდი გაკპო, დომინიკ სობოსლაი, ალექსის მაკ ალისტერი
Aa
Aa

მამარდამ ბერგვალს ფეხით რთული დარტყმა აუღო | ლივერპულმა ტოტენჰემი დაამარცხა

ინგლისის EFL-ის თასის 1/16-ფინალში „ლივერპული'' „ენფილდზე'' „ტოტენჰემი'' 3:1 დაამარცხა. ანგარიში 21-ე წუთზე ალექსის მაკ ალისტერმა გახსნა, 54-ე წუთზე მაკ ალისტერის პასით კოდი გაკპომ შეაგდო. საპასუხო გოლი 69-ე წუთზე კონორ გალაჰერმა გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე დომინიკ სობოსლაიმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

მატჩის გოლები

პირველად ამ სეზონში და პირველად ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდონი ირაოლას ხელმძღვანელობით გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის'' სასტარტო შემადგენლობაში იყო. მე-11 წუთზე „დეზების'' შვედი ნახევარმცველის, ლუკას ბერგვალის დარტყმა ფეხით მოიგერია, ბურთი მეკარის მოძრაობის საპირისპიროდ წავიდა, თუმცა ქართველმა მეკარემ ფეხით ზუსტად იმოქმედა.


69-ე წუთზე კონორ გალაჰერის გოლისას მამარდაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა, კუთხურისას კარიდან გამოვიდა, ბურთს ვერ შეწვდა და 26 წლის ინგლისელმა გაიტანა.

დარჩენილ დროში მამარდაშვილმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. აღსანიშნავია მისი საოცარი რეაქცია მარმუშის დარტყმისას, როცა „ლივერპული'' გოლისგან იხსნა.

მამარდას საოცარი რეაქცია მარმუშის დარტყმისას

მატჩის მიწურულს გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთი შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა.


„ტოტენჰემთან'' მატჩის წინ ანდონი ირაოლამ ქართველ მეკარეზე ისაუბრა: „ალისონთან მიმართებით ეჭვები არ არსებობს. მას ყველაფერი დამტკიცებული აქვს და ძალიან კარგად თამაშობს. გიორგი მამარდაშვილს ძალიან ვაფასებ. მას ესპანეთში გატარებული პერიოდიდან ვიცნობ. გიორგისთვის მითქვამს, რომ „ბორნმუთში'' ყოფნისას, მის გაფორმებას ვცდილობდით. მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა და დიახ, ხვალ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრობლემური პოზიცია | რატომ სჭირდება მაისურაძე ეროვნულ ნაკრებს
პრობლემური პოზიცია | რატომ სჭირდება მაისურაძე ეროვნულ ნაკრებს